ფეხბურთი

      ჯანმრთელი  ცხოვრების  წესი  ძალიან  მნიშვნელოვანია.  სპორტის პროპაგანდა  და  სპორტული  ცხოვრების  ხელშეწყობა  კლასის  დამრიგებლის მნიშვნელოვანი  საზრუნავი  უნდა იყოს.  ეს მარტო  ერთჯერადი  აქტივობა  არ  არის, ეს  ავითარებს   გუნდური  მუშაობისა  და  სოციალურ  უნარებს. ამიტომ  შევეცადე  მაქსიმალურად  შემეწყო  ხელი   გოგონების  ფეხბურთით  დაინტერესებისთვის.არ  შევმცდარვარ, როცა  გუნდური  მუშაობის  უნარზე  გავამახვილე  ყურადღება. მთელი  კლასი  იყო  მონდომებული, ეხმარებოდნენ  ერთმანეთს. თავიდან  დაფაზე  ხაზავდნენ  შეჯიბრის  მთელ  სტრატეგიას.  ბიჭები  ავარჯიშებდნენ   ბურთის  ეფექტურად   ჩაწოდება-მოწოდებაში. დასანანია, რომ  ტურნირი  წააგეს,მაგრამ   ის, რომ  გაანალიზეს   წაგების  მიზეზები, მივიდნენ  დასკვნამდე, დაინახეს  საკუთარი  პლუსი  და  მინუსი, რომ იმუშავეს  გუნდურად, ეს  ძლიერ  კარგია. ეს  უნარები  მათ  სასწავლო  პროცესშიც  გამოადგებათ.   მთელი  ვარჯიშის  განმავლობაში  არც  ერთხელ უწუწუნიათ, მიუხედავად  იმისა, რომ    დეკემბრის  ძლიერ  სუსხიანი  დღეები  იყო  და  ტურნირის  წინა დღეს  ბარაქიანად მოთოვა  კიდევაც.

0 კომენტარი: