ოპერაცია ,,საკლასო ოთახი"

    ოპერაცია:  ,,საკლასო  ოთახი"



          ერთ-ერთი  ყველაზე  გაუბედურებული  საკლასო  ოთახი  ჩვენ  შეგვხვდა. ადრე  ეს  ფიზიკის  კაბინეტი გახლდათ. თუმცა... რატომ  ადრე, ახლაც ფიზიკის  კაბინეტია. ოთხივე  კედელი  სხვადასხვაფრად იყო  შეღებილი, მათ  შორის  ერთი  მუქლურჯად, თითქმის  შავად. ჭერი-წვიმისგან  ჩამორეცხილი  და  ობიანი, კედლებზე  ბათქაში  ჩამოყრილი. თან  დასავლეთის  მხარესაა  და  მზის  სხივი  ნაკლებად  შემოდის. ზამთარში  და  უშუქობისას, საკმაოდ  ბნელოდა  ოთახში. გადავწყვიტეთ,  მოგვეწესრიგებინა.  მარი  გაბუნიასა  და  მარიკო  სიჭინავას  მამებმა  კედლები შელესეს   და  შეათეთრეს.  დანარჩენი  სამუშაოები  შევასრულეთ  ჩვენ, მე  და  მე-10  კლასელებმა. კოლეგა-მშობლები  მაკა  ქუჩულორია  და  ეკა  ლიპარტია  გვამხნევებდნენ, გვასადილეს  კიდევაც. მართალი  გითხრათ, მათი და  ფიზიკის  მასწავლებლის, გიგლა  იობაძისა,( ჩემიც, რასაკვირველია) ფინანსების  წყალობაა  ახლა  რომ  მოწესრიგებული  და  სასიამვნო კლას-კაბინეტი  გავქვს.სკოლაც  დაგვეხმარა შეგვიძინა  39 ლარის საღებავი.
       ბავშვებმა  იმუშავეს ერთსულოვნად, მთელი  სულითა  და  გულით, გვიან  საღამომდე  და  ქანცის გაწყვეტამდე. დაღლის  მიუხედავად  ბედნიერი  ღიმილით  ათვალიერებდნენ  საკუთარი  შრომის  შედეგს.უნდა  ვაღიარო, თავიდან  ვერც  კი  ვიფიქრებდი, ასეთი  ლამაზი  კაბინეტი  თუ  გამოვიდოდა.სხვებიც  სკეპტიკურად  იყვნენ   განწყობილი   იისფერი  კედლებისა   და  იატაკის  მიმართ. როგორც  ხედავთ,  სულ  ტყუილად.  შედეგმა  მოლოდინს  გადააჭარბა  და ეს  განსაკუთრებით  ბავშვებს  უხაროდათ.
          შრომის  პროცესი  და  შედეგი  იხილეთ  ქვემოთ.

ოპერაცია ,,საკლასო ოთახი"-1 on PhotoPeach ოპერაცია ,,საკლასო ოთახი"-2 on PhotoPeach საკლასო ოთახის რემონტი -3 on PhotoPeach საკლასო ოთახის რემონტი-4 on PhotoPeach რემონტი on PhotoPeach

0 კომენტარი: