დამრიგებლის პორტფოლიო.ხობი. ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა

ბევრი  რამ  მინდა  ვთქვა, მაგრამ  ყველა  სიტყვა  ერთდროულად  დამეკარგა. დამთავრდა  ჩემი  და  ამ  მშვენიერი  ადამიანების  ერტობლივი ცხოვრების  ერთი  ეტაპი. თან  მიხარია, თან  გული  მწყდება.  ოდესმე  უფრო  დალაგებულად  ვიტყვი  სათქმელს.


გაგრძელება »

ახალი წელი ჩვენს კაბინეტში


გაგრძელება »

ბლოგების კონკურსი,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"


2015  წლის  18  დეკემბერს  ანათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროში  გაიმართა    საქართველოს  საჯარო  სკოლებისბლოგების  კონკურსში  გამარჯვებულ  მოსწავლეთა  დაჯილდოვება.  
      ამ  კონკურსში  ჩვენმა  ბლოგმა  ,,,აირჩიე სიცოცხლე" მეოთხე  ადგილი  დაიკავა,
დაგვაჯილდოვეს  საპატიო  სიგელებითა   და  50 ლარის  ბიბლუსის" მაღაზიის  ვაუჩერით.












გაგრძელება »

ბოლო წელი სადამრიგებლოსთან





ეს  ბოლო  სასწავლო  წელია   ამ  კლასთან  ჩემი, როგორც  დამრიგებლის , ურთიერთობის.
გაგრძელება »

გაგრძელება »

ზაფხულში საკითხავ-სანახავი


ზაფხული შესანიშნავი დროა გართობისთვის, დასვენებისთვის, ფიქრისთვის. არაფერი შეედრება საყვარელ წიგნთან ერთად ჰამაკში გატარებულ დროს. რამდენიმე ჩემთვის საყვარელ კინოფილმსა და წიგნს შემოგთავაზებთ, იმედია, მოგეწონებათ
ზაფხულში საკითხავი ლიტერატურა:
1. ,, თამაში ჭვავის ყანაში“-- ჯერომ სელინჯერი
2. ,,ბანანათევზის ამინდი“,-- ჯერომ სელინჯერი
3. ,,ჭერი ასწიეთ დურგლებო, სასიძო მოდის“---- ჯერომ სელინჯერი
4. ,,ალისფერი იალქნები“- ალექსანდრე გრინი
5. ,,მექანიკური ფორთოხალი“- სამუელ ბერჯესი
6. ,,აპრილის ჯადოქრობა“ –
7. ,,451 * ფარენგეიტით“ ------რეი ბრედბერი
8. ,,ბუზთა ბატონი“ - უილიამ გოლდინგი
9. ,,ნასესხები სიცოცხლე“ --ერიხ მარია რემარკი
10. ,, ტრიუმფალური თაღი“ ----- ერიხ მარია რემარკი
11. ,,1984“---- ჯორჯ ორუელი
12. ,,ცხოველების ფერმა“ - ჯორჯ ორუელი
13. ,,ვინ მოკლა ჯაფარა“ - ჰარპერ ლი
14. ,,ვის უხმობს ზარი“ - ერნესტ ჰემინგუეი
15. ,,საათი“ - ივან ტურგენევი
16. ,,დანაშაული და სასჯელი“- ფეოდორ დოსტოევსკი
17. ,, მარტოობის ასი წელიწადი“ - გაბრიელ გარსია მარკესი
18. ,,დხარმის მაწანწალები“ - ჯონ კერუაკი
19. ,,ბეჭდების მბრძანებელი“ - ჯონ ტოლკინი
20. ,,დევიდ კოპერფილდი“- ჩარლზ დიკენსი
21. ,,დიდი გეტსბი“ - სკოტ ფიცჯერალდი
22. ,,პატარა პრინცი“- ანტუან დე სენტ ეკზიუპერი
23. ,,ოსტატი და მარგარიტა“ - მიხეილ ბულგაკოვი
24. ,,გუგულის ბუდეზე გადაფრენა“ - კენ კიზი
25. ,,მოახლის ჩანაწერები“ -მარგარეტ ეტვუდი
26. ,,გეიშას მემუარები“ -არტურ გოლდენი
27. ,,ქვიშის კაპიტნები“- ჟორჟ ამადუ
28. ,,სამოსელი პირველი“ - გურამ დოჩანაშვილი
29. ,,გოგონა დრაკონის ტატუთი"- სტიგ ლარსონი
30. ,,ჰარი პოტერი"- ჯოან როულინგი(შვიდივე)
31. შიმშილის თამაშები- სუზან კოლინზი(სამივე)
ფილმები და რეჟისორები
1. ,,მოქალაქე კეინი“ -ორსონ უელსი
2. ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება“ - პიტერ უირი
3. ,,შინდლერის სია“ - სტივენ სპილბერგი“
4. ,,გაქცევა შაუშანგიდან“--- ფრენკ დარაბონტი
5. ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“--მილოშ ფორმანი
6. ,,ქვიშიანი კარიერის გენერლები“-- ხოლლ ბარტლეტი
7. ,,მოსამსახურე“ ---ტეიტ თეილორი
8. ,,მწვანე მილი“ --- ფრენკ დარაბონტი
9. ,,მაკულატურა“ --- კვენტინ ტარანტინო
10. ,,ჯანგო“ --- კვენტინ ტარანტინო
11. ,,კონფორმისტი“ --ბერნარდო ბერტოლუჩი
12. ,,უდაბნოს ყვავილი“--- შერრი ჰორმანი
13. ,,ხელშეუხებელნი“ -ოლივერ ნაკაში
14. ,,შემოდგომის ლეგენდები“--ედუარდ ცვიკი
15. ,,უკანასკნელი სამურაი“-- ედუარდ ცვიკი
16. ,,მფრინავი ხანჯლების სახლი“-ჩან იმოუ
17. ,,იდა“--- პაველ პავლიკოვსკი
18. ,,ბორცვებს მიღმა“ - კრიშტიან მუნჯიუ
19. ,,ელის ისტორია“ - ასგარ ფარხადი
20. ჭკვიანი უილ ჰანტინგი- გას ვან სეტი
21. ,,ბრწყინვალე გონება“--რონ ჰოვარდი
22. ,,ქალის სურნელი“--მარტინ ბრესტი
23. ,,მებრძოლთა კლუბი“--დევიდ ფინჩერი
24. ,,ფორესტ გამპი“---რობერტ ზემეკისი
25. ღმერთების დაღუპვა- ლუკინო ვისკონტი
წაიკითხეთ, უყურეთ, არ ინანებთ.
გაგრძელება »

დაძაბული დღეების ქრონიკა


მე-11 კლასის   დაძაბული  დღეების  ქრონიკა

       როგორც  მოგეხსენებათ, მე-11  კლასი  საატესტაო, გამოსაშვებ  გამოცდებზე  4  საგანს  აბარებს: გეოგრაფიას, ბილოგიას, ქიმიასა  და  ფიზიკას.

      მიუხედავად  იმისა, რომ  კლასის  აკადემიური  მოსწრება  მაღალია, წინასაგამოცდო  მღელვარება  აშკარა  იყო. ღელავდნენ  ბავშვებi, ღელავდნენ  მშობლები, მასწავლებლები. რაღა  დაგიმალოთ  და,    მეც  საკმაოდ  ვინერვიულე,მაგრამ  მაიკო  ,,შეიარაღაებული" მოვიდა  კატაბალახათი  და  აღელვებულ  მშობლებსა  და  კლასელებს  უწამლა.  მათ  შორის-მეც

იცით, ნებისმიერი  ემოცია  გადამდებია, ღელვა  და  ნერვიულობა - მით  უფრო. ასე რომ, ვერ  ვიჯექი  მშვიდად  საპატიო  პასუხისმგებელი  პირის  ადგილზე.  თან  კოლეგა  მშობლებიც  არ  მაძლევდნენ  მოდუნების  საშუალებას  და კოლექტიურად  ვნერვიულობდით. რას? თვითონაც  ვერ  გავიგეთ  რას.

თუ  უფროსები  თავს  იკავებდნენ  და  მათი  ფორიაქი  ,,ხომ  არ  გეშნია?  ნუ  გეშინიას!" ხშირ-ხშირად  და  უადგილოდ  გამეორებაში  გამოიხატებოდა, ბავშვები  საკუთარ  ემოციებს  ვერ  მალავდნენ. ეს  მარია.  წუთი-წუთზე  ელის, როდის  გააღებს  კარს  დამკვირვებელი  და  შეუშვებს. 

ეს  კიდევ  სოფოა, გაღიმებას  ცდილობს, თუმცა  რა  გამოცდის, თავად  ხედავთ.

ვაიმე, დედა, გული!  ასე  ჰქვია  ამ  ფოტოს 


ამათი  ნერვიულოა  კი , მგონი, ფოტოდანაც  ასხივებს
 ქეთი, კლასის  პოზიტივი, ცდილობს  მათ  გამხნევებას. აჰ, ქეთი სელფის  შესაძლებლობას  ხელიდან  არ  გაუშვებს, რაც  არ უნდა  გამოცდაზე ეჩქარებოდეს.

ეს  გამოცდაცაბარებულის  პირველი  მილოცვებია.

 საყოველთაო  ღელვისას ყველაზე  სახალისო  ამ      პატარა  ჩიტის  შემოფრენა იყო . ღია  ფანჯრიდან  შემოშხუილდა  და  კუთხეში  მიჯდა.  ძალიან  დაიბნა  საწყალი, მარამ  ბავშვები  კი  გაამხიარულა.  მის  გათავისუფლებაზე    მარიმ  იზრუნა.





თუ  თმებს  კარგი  როკერივით  არ  გაქაან-გამოაქანებ, გამოცდა  ჩაბარებულად  არ  ითვლება . :)


შესვლამდე ჰო, მაგრამ გამოცდაჩაბარებულებს  რა  ატირებდათ,
 ვერ  გეტყვით. ზოგი  ასე  გამოხატავდა  სიხარულს

ზოგიც  ასე

ზოგიც  ასე  ფლეგმატურად. ხასითისა  და  ტემპერამენტის  შესაბამისად.

ეს  კი  ფიზიკის  გამოცდაა. ,,ომგადახდილი" ანა  ქეთის  აკვალიანებს
ეს  კი  ოთოა, გიგლა მასწავლებელს უხსნის, თუ  როგორ ამოხსნა  ამოცანა
ფიზიკის ბოლო  საგანია,თან  ყველაზე ,,საშიში" რატომღაც. უცნაურია, მაგრამ  ეს  ნივთები  სახლში  არ  დატოვეს.  მიხვდებით, რისთვისაც.  

ისინიც  მორჩილად  ელოდებიან,   როდის  ინებებს    დიმა, ბოლო  გამოსაცდელი ,  გამობრძანებას, რომ  აღნიშნონ  მე-12 კლასში  გადასვლაც  და  4 საგნის  წარმატებით  ჩაბარებაც.  
ყველამ  ჩაბარაა, არც  ერთი  არ  ჩაგვჭრია. დაიმსახურეს  ხალისი.
ვხალისობთ  მშობლებთან  ერთად.  ჯერ  მორცხვად...

მერე, მერე  ძალიან..

ეს  ჩვენი დამკვირვებელი ქალბატონი ასმათია. ჩვენსავით  კმაყოფილია გამოცდების  წარმატებით  დამთავრებითა  და   ძლიერი  მოსწავლეებით.








                                                         ხალისობბენ  მშობლებიც.






ასე  დამთავრდა  გამოსაშვები  გამოცდების  პირველი  ეტაპი  ჩვენს  კლასში.  უკვე  მეთორმეტე  კლასელების  დამრიგებელი  გახლავართ. მომავალ  გამოცდებამდე.








გაგრძელება »