დაძაბული დღეების ქრონიკა
მე-11 კლასის დაძაბული დღეების ქრონიკა
როგორც მოგეხსენებათ, მე-11 კლასი საატესტაო, გამოსაშვებ გამოცდებზე 4 საგანს აბარებს: გეოგრაფიას, ბილოგიას, ქიმიასა და ფიზიკას.
მიუხედავად იმისა, რომ კლასის აკადემიური მოსწრება მაღალია, წინასაგამოცდო მღელვარება აშკარა იყო. ღელავდნენ ბავშვებi, ღელავდნენ მშობლები, მასწავლებლები. რაღა დაგიმალოთ და, მეც საკმაოდ ვინერვიულე,მაგრამ მაიკო ,,შეიარაღაებული" მოვიდა კატაბალახათი და აღელვებულ მშობლებსა და კლასელებს უწამლა. მათ შორის-მეც
იცით, ნებისმიერი ემოცია გადამდებია, ღელვა და ნერვიულობა - მით უფრო. ასე რომ, ვერ ვიჯექი მშვიდად საპატიო პასუხისმგებელი პირის ადგილზე. თან კოლეგა მშობლებიც არ მაძლევდნენ მოდუნების საშუალებას და კოლექტიურად ვნერვიულობდით. რას? თვითონაც ვერ გავიგეთ რას.
თუ უფროსები თავს იკავებდნენ და მათი ფორიაქი ,,ხომ არ გეშნია? ნუ გეშინიას!" ხშირ-ხშირად და უადგილოდ გამეორებაში გამოიხატებოდა, ბავშვები საკუთარ ემოციებს ვერ მალავდნენ. ეს მარია. წუთი-წუთზე ელის, როდის გააღებს კარს დამკვირვებელი და შეუშვებს.
ეს კიდევ სოფოა, გაღიმებას ცდილობს, თუმცა რა გამოცდის, თავად ხედავთ.
ვაიმე, დედა, გული! ასე ჰქვია ამ ფოტოს
ამათი ნერვიულოა კი , მგონი, ფოტოდანაც ასხივებს
ქეთი, კლასის პოზიტივი, ცდილობს მათ გამხნევებას. აჰ, ქეთი სელფის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს, რაც არ უნდა გამოცდაზე ეჩქარებოდეს.
ეს გამოცდაცაბარებულის პირველი მილოცვებია.
საყოველთაო ღელვისას ყველაზე სახალისო ამ პატარა ჩიტის შემოფრენა იყო . ღია ფანჯრიდან შემოშხუილდა და კუთხეში მიჯდა. ძალიან დაიბნა საწყალი, მარამ ბავშვები კი გაამხიარულა. მის გათავისუფლებაზე მარიმ იზრუნა.
თუ თმებს კარგი როკერივით არ გაქაან-გამოაქანებ, გამოცდა ჩაბარებულად არ ითვლება . :)
შესვლამდე ჰო, მაგრამ გამოცდაჩაბარებულებს რა ატირებდათ,
ვერ გეტყვით. ზოგი ასე გამოხატავდა სიხარულს
ზოგიც ასე
ზოგიც ასე ფლეგმატურად. ხასითისა და ტემპერამენტის შესაბამისად.
ეს კი ფიზიკის გამოცდაა. ,,ომგადახდილი" ანა ქეთის აკვალიანებს
ეს კი ოთოა, გიგლა მასწავლებელს უხსნის, თუ როგორ ამოხსნა ამოცანა
ფიზიკის ბოლო საგანია,თან ყველაზე ,,საშიში" რატომღაც. უცნაურია, მაგრამ ეს ნივთები სახლში არ დატოვეს. მიხვდებით, რისთვისაც.
ისინიც მორჩილად ელოდებიან, როდის ინებებს დიმა, ბოლო გამოსაცდელი , გამობრძანებას, რომ აღნიშნონ მე-12 კლასში გადასვლაც და 4 საგნის წარმატებით ჩაბარებაც.
ყველამ ჩაბარაა, არც ერთი არ ჩაგვჭრია. დაიმსახურეს ხალისი.
ვხალისობთ მშობლებთან ერთად. ჯერ მორცხვად...
მერე, მერე ძალიან..
ეს ჩვენი დამკვირვებელი ქალბატონი ასმათია. ჩვენსავით კმაყოფილია გამოცდების წარმატებით დამთავრებითა და ძლიერი მოსწავლეებით.
ხალისობბენ მშობლებიც.
ასე დამთავრდა გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპი ჩვენს კლასში. უკვე მეთორმეტე კლასელების დამრიგებელი გახლავართ. მომავალ გამოცდებამდე.
0 კომენტარი: