ჩვეულებრივი კვირადღე

     


 დიახ,  ჩვეულბრივი. იმიტომ, რომ  ასე  ხშირად  ხდება. როცა  მთელი  კვირა  დატვირთული  გაქვს  გაკვეთილებით,  წრეებით,  სასწავლო  საქმეებით, შეიძლება  ერთობლივი  გადაწყვეტილებისთვის  დრო  ვერ  გამონახო.  მაგრამ   არსებობს  შაბათი  და  კვირა.  ძილისა  და  დასვენებისთვის  გამოზოგილი  დრო  საინტერესოდ  შეიძლება გაატარო-შეიკრიბოთ  კლასელები  რომელიმესთან   და  მომავალი  ღონისძიების  სცენარი
მოიფიქროთ.  ან  იცეკვოთ, იმღეროთ  და გაკვეთილიც  კი  ისწავლოთ , როგორც  ამას  მეგი  და  მარი  აკეთებენ  სურათზე.  გეოგრაფიაში უეჭველი  გამოძახების  მოლოდინში
რუკას  უკირკიტებენ. მართალია, რუკა  დიდია  და  მაგიდაზე  არ  ეტევა, მაგრამ
 არაუშავს, იატაკზეც  მშვენივრად  ისწავლება .  
 დასვენებისთვის  გამოზოგილი დრო  არც  დამრიგებლისთვის  არის  მთალად  იმისთვის,მთელი  კვირა  და  ზოგჯერ  თვეც  რომ  გეგმავდა.  ღონისძიების  სცენარი  აუცილებლად  ერთობლივად  უნდა  შეიქმნას. ჰოდა, მშვიდობით  ტკბილო  ძილო! დილის   9 საათიდან  რომ  დაიწყებს  ხან  ერთი, ხან  მეორე რეკვას: ,,მას ,   ხომ  მოხვალთ? მას, ჩვენ  უკვე  მოვდივართ! მაას, რაღაც  გვაქვს  მოფიქრებული!" - ქვეყნად  ყველაზე  უვარგისი  დამრიგებელიც  კი  ვერ  შეძლებს  გამოძინებას  ერთადერთ  გამოთავისუფლებულ  შაბათს  ან  კვირას.  და  ასე  ხდება  ხშირად, იმიტომ  , რომ  ეს  ჩვენი  ჩვეულებაა.  სანაცვლოდ  ღონისძიებები  მართლა მაგარი  გვაქვს - ჩემი  და  მათი დასვენების  კომპენსაცია.


8/02/2015
ღონისძიების სცენარს ვამზადებთ by Slidely Slideshow

0 კომენტარი: